აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები უკრაინის ომის საკითხზე ალასკაში 15 აგვისტოს შეხვდებიან.
ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ პუტინს შეხვდება. აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში შედგება.
"დიდი მოლოდინის იყო იყო ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე. ის გაიმართება შემდეგ პარასკევს დიდებულ შტატ ალასკაზე. დამატებითი დეტალები მოგვიანებით", - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth-ში.
ცნობისთვის დონალდ ტრამპმა მანამდე კრემლს ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობისთვის გარკვეული ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რუსეთს დამატებითი სანქციებით დაემუქრა.