აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს თავდაცვაში დაეხმარება, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს.
რეპორტიორების კითხვაზე, დახემარება თუ არა აშშ მოკავშრეებს ასეთ შემთხვევაში, ტრამპმა უპასუხა, რომ "კი, ამას გავაკეთებ."
მანამდე, 10 სექტემბერს, პოლონეთის ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინაზე თავდასხმის დროს რუსულმა დრონებმა მათი საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს, რის პასუხადაც პოლონეთის ოპერატიულმა სარდალმა რუსული დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილება მიიღო.
ხოლო 19 სექტემბერს სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქვეყნის ტერიტორიაზე ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რაც წელს რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის მეოთხე შემთხვევა იყო.
"ჩვენ ეს არ მოგვწონს," აღნიშნა ტრამპმა რუსეთის მხრიდან ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ესტონეთმა მომხდარის საფუძველზე NATO-ს მე-4 მუხლის შესაბამისად კონსულტაცია მოითხოვა, რომელიც 23 სექტემბერს არის გაიმართება.