დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ბირჟებზე ნავთობის გაიაფება მოჰყვა.
ტრამპის მიერ ამერიკაში ნავთობის მოპოვების გაზრდის თაობაზე განცხადების შემდეგ, Brent-ის ნავთობის ფასი კვლავ ჩამოცდა 76 დოლარს და ახლა ის 75 დოლარია.
ანალიტიკოსები ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ორ სცენარზე აკეთებენ აქცენტს - არის მოსაზრება, რომ ნავთობის გლობალური მიწოდება შეიძლება შეფერხდეს თუ ტრამპის ადმინისტრაცია ირანიდან ნავთობის მიწოდებაზე სანქციებს გაამკაცრებს.
თუმცა ამავე დროს შესაძლოა ტრამპმა ჩინეთის ეკონომიკაზე ზეწოლა გაზარდოს, რასაც ნავთობის უმსხვილესი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირება მოჰყვება. ამასთან, ტრამპი ფსონს უფრო წიაღისეულ საწვავზე დებს, ვიდრე მწვანე ენერგიის განვითარებაზე.