“პრეზიდენტ ტრამპის ტარიფები გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც“ – ასე ფიქრობს  ADB-ის პრეზიდენტი მასატო კანდა.  ამის შესახებ მან ბანკის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, მილანში, მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობით მსოფლიო დიდ სარგებელს ნახულობს და მაღალი გაურკვევლობის პირობებში, რაც დღეს გლობალური მოცემულობაა, საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ.

მისივე შეფასებით, აზიისა და წყნარი ოკიანის რეგიონისთვის ესაა სიგნალი გააგრძელონ რეფორმები, რომ ქვეყნებმა საკუთარი ეკონომიკური და ფინანსური იმუნიტეტები გაიძლიერონ. 

„აზიის და წყნარი ოკეანიის ქვეყნებისთვის ეს შეიძლება მხოლოდ ერთს ნიშნავდეს – რეფორმების გზის გაგრძელებას, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ ქვეყნების ეკონომიკებს, რომ უფრო მედეგად დახვდნენ და გაუძლონ გარე შოკებს“, – თქვა მასატო კანდამ.