აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, კლიმატის ცვლილების კვლევასთან დაკავშირებით პრინსტონის უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებს $4-მილიონიანი დაფინანსება შეუჩერდება. ინფორმაციას FOX NEWS-ი ავრცელებს.
დეპარტამენტი წერს, რომ კლიმატთან დაკავშირებული პროგრამები აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან თანხვედრაში აღარაა.
გამოცემის ცნობით, უნივერსიტეტს ამ მიმართულებით დაფინანსება 2025 წლის 30 ივნისიდან შეუწყდება.