აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გარანტიას იძლევა, რომ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში „პუტინი იფიქრებს, რომ მან გაიმარჯვა“. ამის შესახებ Voice of America იტყობინება.

„ჩვენ იმდენს გავაკეთებთ, რაც საჭიროა, მაგრამ პრეზიდენტ პუტინს ახლა მშვიდობა უნდა“ - თქვა ტრამპმა 12 თებერვალს თეთრ სახლში პრესასთან გამართულ შეხვედრაზე.

Voice of America-ს ინფორმაციით, ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, სატელეფონო საუბრის შემდეგ შეთანხმდა, რომ უკრაინაში ომის დამთავრებაზე მოლაპარაკებები მყისიერად უნდა დაიწყოს.