ირანი ძალიან ცუდად ასრულებს საქმეს, ზოგი იტყოდა, უღირსად, ნავთობის გატარების მხრივ ჰორმუზის სრუტეში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს არ არის ის შეთანხმება, რაც ჩვენ გვაქვს“, – აღნიშნავს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა 9 აპრილს ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა, თუ თეირანი აშშ-სთან მიღწეულ „რეალურ შეთანხმებას“ სრულად არ დაემორჩილება. ირანისთვის მიცემული ვადის გასვლამდე ორი საათით ადრე მან განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ორი კვირით აჩერებდა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, თეირანი „ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას“ დათანხმდა.