რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ხვდება, - ამის შესახებ Reuters-ი ვიზიტის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, შეხვედრებზე უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისა და აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვა იგეგმება.

შეერთებულმა შტატებმა 30-დღიანი შეღავათი გასცა ქვეყნებისთვის იმისთვის, რომ შეიძინონ სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ამჟამად ზღვაშია. ვადა 11 აპრილს იწურება და შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა ამ ვადას. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სკოტ ბესენტის განმარტებით, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები ირანის ომის შედეგად არეული გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით გადადგა.

ipn.ge