მთელი ქვეყნის მასშტაბით „მაგთის“ როგორც მობილური, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეფერხება გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია.
„მომხმარებელთა საყურადღებოდ!
გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილი პრობლემის გამო, მაგთიკომის აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა.
ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია.ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - წერია „მაგთის“ განცხადებაში.