საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო არსებული გლობალური რისკ-ფაქტორების გავლენის შეფასებასა და იმ სტრატეგიულ ნაბიჯებს, რომლებიც ტურიზმის სექტორს ადაპტაციასა და მდგრადობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
შეხვედრაში მონაწილე „HSC Group Hospitality“-ის დამფუძნებლის, გიორგი დოლიძის შეფასებით, დღეს არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე.
„გამოწვევა ნამდვილად გლობალურია და განპირობებულია იმ რისკ-ფაქტორებით, რომლებიც ჩვენგანდამოუკიდებლად ვითარდება მსოფლიო მასშტაბით. როდესაც ტურიზმისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ბაზრები, როგორიც ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საემიროები დროებით შეზღუდულია, ეს პირდაპირ აისახება სექტორზე. თუმცა 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა, ასევე, პირდაპირიფრენების დამატებამ, 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა. მისასალმებელია, როდესაც სახელმწიფოუსმენს კერძო სექტორის პულსს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, ფორსმაჟორულსიტუაციებში უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმები. დღეს საქართველო მზად არის მეტიტურისტის მისაღებად როგორც მშვიდობისა და ეკონომიკური წინსვლის, ისე კერძო და სახელმწიფოსექტორების მზაობის თვალსაზრისით“,- განაცხადა გიორგი დოლიძემ.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.