აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში გეგმავს, წერილები გაუგზავნოს 200-მდე ქვეყანას, თუ რა ტარიფის გადახდა მოუწევთ ამერიკაში. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გავგზავნით წერილს, ვსაუბრობთ მრავალ ქვეყანასთან, რომ უბრალოდ ვუთხრათ, რა უნდა გადაიხადონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესსაქმიანობისთვის და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. ზოგიერთი უფრო დიდი ქვეყნის შემთხვევაში, მაგალითად, ინდოეთის, ვფიქრობ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას, სადაც ჩვენ გვექნება უფლება, შევიდეთ და ვივაჭროთ. ახლა ეს შეზღუდულია, ვერ შედიხარ იქ, ვერც კი იფიქრებ ამაზე. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ სავაჭრო ბარიერების სრულ მოხსნას, რაც წარმოუდგენელია, და არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

1tv.ge