ბრიტანულმა სარეკლამო ორგანიზაციამ აკრძალა Toyota-სა და Hyundai-ს ელექტრომობილების რეკლამა აკრძალა რომელსაც მათი თქმით, მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს - მწარმოებლებმა ელექტრომანქანების დამუხტვის დრო შეამცირეს და მომხმარებლები გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში სწრაფი დამტენის სადგურების ხელმისაწვდომობის შესახებ შეცდომაში შეიყვანეს.

bZ4X-ის მოდელის მარკეტინგული კამპანიაში Toyota თავის ვებსაიტზე და ამტკიცებდა რომ, 150 კვტ-იან სწრაფი დატენის სისტემის გამოყენებით, მანქანის 80%-მდე დამუხტვა დაახლოებით 30 წუთშია შესაძლებელი.

Toyota აცხადებდა, რომ მძღოლებს შეეძლოთ ადვილად ეპოვათ სწრაფი დატევის პუნქტები საჯარო ადგილებში.

Hyundai-მ მსგავსი კამპანია თავისი ვებსაიტის გამოყენებით აწარმოვა. Ioniq 5 ელექტრომობილის ციფრული ბილბორდი ლონდონის Piccadilly Circus-ში და YouTube-ზე რეკლამირდებოდა. რეკლამაში ნათქვამი იყო, რომ ელექტრომობილის დამუხტვა, 350 კვტ-იანი დამტენით, 10%-დან 80%-მდე 18 წუთში შეიძლებოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დატენის ეს დრო იდეალურ ქარხნულ პირობებშია მიიღწევა და მთელ რიგ პარამეტრებზეა დამოკიდებული. ამას გარდა ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში 134 ადგილას მხოლოდ 419 დამტენი სადგურია ხელმისაწვდომი. აქედან მხოლოდ 7 იყო შოტლანდიაში, 2 უელსში და არცერთი ჩრდილოეთ ირლანდიაში.

შედეგად, მარეგულირებელმა ელექტრომანქანების რეკლამაზე პირველად აკრძალვა დააწესა და Toyota-სა და Hyundai-ს ურჩია, ბატარეის დატენის დროის შესახებ, მომხმარებლები მომავალში შეცდომაში არ შეიყვანონ.