საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელების დაახლოებით 90%-მა აღიარა, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გავლენა არ მოუხდენია მათ ორგანიზაციებში პროდუქტიულობაზე, – ასეთია აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები. მასში მონაწილეობდა თითქმის 6000 აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ტოპ მენეჯერი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და ავსტრალიიდან.
ექსპერტები აზუსტებენ, რომ კვლევა ფოკუსირებული იყო ხელოვნური ინტელექტის ზოგადად გავლენაზე და არა მხოლოდ მის კონკრეტულ სამუშაო ადგილებში დანერგვაზე. ამავდროულად, კომპანიების დაახლოებით 70%-მა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიას.
კვლევის თანახმად, უშუალოდ ხელმძღვანელები არ იღებენ განსაკუთრებულ სარგებელს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა ორი მესამედის განცხადებით ისინი მათ იყენებენ – საშუალოდ, ეს კვირაში მხოლოდ 1.5 საათს მოითხოვს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე