რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) შუამავლობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ცეცხლის დროებითი, ლოკალური შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

როგორც IAEA სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, ეს გადაწყვეტილება სარეზერვო ელექტრომომარაგების აღდგენის მიზნით მიიღეს.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ თქვა, რომ ადგილზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთოება დაცული იყოს.

Tabula.ge