თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის ცნობით, ფედერალური თანამშრომლების „მნიშვნელოვანი“ გათავისუფლებები დაიწყო, რადგან თეთრი სახლი მთავრობის დახურვის ბერკეტს იყენებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც თეთრი სახლის ბიუჯეტის ოფისმა განაცხადა, ფედერალური თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება დაიწყო, რათა დემოკრატ კანონმდებლებზე მეტი ზეწოლა განხორციელდეს, იმ დროს, როდესაც მთავრობის მუშაობა კვლავ შეჩერებულია.
ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფედერალური ჯანდაცვის მუშაკები, რომლებიც უფასო შვებულებაში გაუშვეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს მთავრობის დახურვის „პირდაპირი შედეგის“ სახით.
განათლების დეპარტამენტი იმ უწყებებს შორისაა, რომლებსაც ახალი შეზღუდვები ეხება. დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ის კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს დაკარგავს, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა. დეპარტამენტს, რომლის გაუქმებაც დონალდ ტრამპს სურს, იანვარში თანამდებობაზე მისი დანიშვნისას დაახლოებით 4 100 თანამშრომელი ჰყავდა, თუმცა ადმინისტრაციის პირველივე თვეებში მასობრივი გათავისუფლებების გამო, მისი სამუშაო ძალა თითქმის განახევრდა. 1 ოქტომბერს მთავრობის დახურვისას სააგენტოს დაახლოებით 2 500 თანამშრომელი ჰყავდა.
ქვეყნის უდიდესი პროფკავშირის, ამერიკის სახელმწიფო მოხელეთა ფედერაციის განცხადებით, „სამარცხვინოა“, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მთავრობის დახურვას ათასობით მუშაკის „უკანონოდ გათავისუფლებისთვის“ საბაბად იყენებს.