რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა, - ინფორმაციას რუსეთის მთავრობა ავრცელებს.
რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიზელისა და საზღვაო საწვავის ექსპორტის აკრძალვა 30 სექტემბრამდე გაგრძელდა.
„გადაწყვეტილება მიღებულია საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“, - აცხადებს რუსეთის მთავრობა.
ცნობისთვის, რუსეთში დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა ძალაში 31 აგვისტომდე იყო.