მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოსაყოფი თანხა 400 მილიონ ლარამდე გაზარდა.

17 აგვისტოს 1868-ე განკარგულების მიხედვით, ცვლილება მიმდინარე წლის 102-ე განკარგულებაში შევიდა. მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დაავალა ფონდიდან მუნიციპალიტეტებს 58 325 781 ლარით მეტი თანხა გამოუყოს.

ამავე დოკუმენტით გაიზარდა 11 მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა, რომელიც განკარგულების დანართებში გაწერილ პროექტებს უნდა მოხმარდეს. უფრო კონკრეტულად კი რეგიონული პროექტების განხორციელებისთვის უფრო მეტს მიიღებენ:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾11 618 205;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾10 660 278;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾10 026 641;
  • საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾9 348 563;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾7 786 378;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾7 467 072;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾7 412 309;
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾6 436 951;
  • ონის მუნიციპალიტეტი - ₾6 396 750;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾6 294 237;
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ₾5 811 611;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი - ₾5 056 120;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾4 962 820;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾4 736 058;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - ₾4 729 367;
  • ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾4 630 284;
  • თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾4 581 325;
  • ხონის მუნიციპალიტეტი - ₾3 960 361;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾3 887 515

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალში შედის როგორც ქალაქებისა და სოფლების გზების რეაბილიტაცია, ასევე შენობების ფასადების განახლება, სპორტული მოედნების მოწყობა, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და სხვა.

რომელ მუნიციპალიტეტში რა ტიპის პროექტების განხორციელება იგეგმება შეგიძლიათ იხილოთ 102-ე და 1868-ე განკარგულებებში.

წყარო: bm.ge