ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla Inc.–მა აგვისტოში ჩინეთში წარმოებული მანქანების გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 3%-ით გაზარდა 86 697 ათას ერთეულამდე – ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციის წინასწარ ანგარიშში.

ინდიკატორი მოიცავს როგორც ჩინეთში გაყიდულ, ასევე ექსპორტზე გაყიდულ მანქანებს. Barron's-ი აღნიშნავს, რომ  Tesla შანხაიში წარმოებული მანქანების დაახლოებით მესამედის ექსპორტს ახორციელებს.

interfax