ამერიკულმა Tesla-მ მესამე კვარტალში, მიწოდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4%-ით გაზარდა 462,89 ათას ელექტრომობილამდე – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. მათ შორის ბიუჯეტური მოდელების გაყიდვებმა Model 3 და Model Y ჩათვლით შეადგინა 439,975 ათასი, დანარჩენების - 22.915 ათასი.
Wall Street-ის ანალიტიკოსები საშუალოდ 462 ათას მანქანის მიწოდებას ვარაუდობდნენ.
Tesla-ს მანქანების წარმოება ივლის-სექტემბერში 9,1%-ით გაიზარდა და 469,796 ათასს მიაღწია.
კომპანია მესამე კვარტლის სრულ ფინანსურ ანგარიშგებას 23 ოქტომბერს გამოაქვეყნებს – ნათქვამია ინფორმაციაში.
ოთხშაბათს ვაჭრობაში Tesla-ს აქციები 3.6%-ით დაეცა. ამ წლის დასაწყისიდან ავტომწარმოებლის საბაზრო ღირებულება პრაქტიკულად უცვლელი დარჩა ($824 მილიარდი), ხოლო Nasdaq Composite საფონდო ინდექსი თითქმის 19%-ით გაიზარდა.