საავტომობილო კონცერნმა Stellantis NV–მ მესამე კვარტალში გაყიდვების 20%-იანი კლება დააფიქსირა.

გასულ კვარტალში Stellantis – მა დაიწყო ზომების მიღება შეერთებულ შტატებში ჭარბი მარაგის შესამცირებლად. გარდა ამისა, კომპანიის შედეგებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ახალი მოდელების გამოშვების გადადებამ.

Stellantis-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ გასულ კვარტალში მისმა გაყიდვებმა შეადგინა 1,15 მილიონი მანქანა, წინა წლის 1,43 მილიონ მანქანასთან შედარებით.

გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში 36%-ით დაეცა 299 ათას ერთეულამდე. ამავდროულად, Stellantis-ის წილი აშშ-ს ბაზარზე გაიზარდა 7.2%-დან ივლისში 8%-მდე სექტემბრის ბოლოს.

ევროპაში ავტომწარმოებლის გაყიდვები მესამე კვარტალში 17%-ით შემცირდა და 496 ათასი ავტომობილი შეადგინა. ამის მიუხედავად, Stellantis ხედავს დიდ მოთხოვნას თავის ახალ მოდელებზე. Citroen C3 და Peugeot 3008 ავტომობილების შეკვეთებმა შესაბამისად 50 ათასი და 80 ათასი მიაღწია, ნათქვამია პრესრელიზში.

Stellantis-ის გაყიდვები სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა 14%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 30%-ით შემცირდა.

interfax