ამერიკულმა Starbucks Corp.-მ, რომელიც ფლობს მსოფლიოში ყავის მაღაზიების უმსხვილეს ქსელს, მეოთხე ფისკალურ კვარტალში შეამცირა კორექტირებული მოგება და შემოსავალი ბაზრის მოლოდინებზე უარესად და არ მისცა პროგნოზი მიმდინარე ფისკალური წლისთვის.

Starbucks-ის წინასწარი ანგარიშის თანახმად, 29 სექტემბერს დასრულებული კვარტალის კორექტირებულმა მოგებამ შეადგინა 0,8 აშშ დოლარი თითო აქციაზე, წინა ფისკალური წლის 1,06 აშშ დოლართან შედარებით.

Starbucks-ის კვარტალური შემოსავალი 9,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა ერთი წლის წინანდელი 9,37 მილიარდი დოლარიდან.

FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ კორექტირებულ მოგებას 1,03 აშშ დოლარს ერთ აქციაზე 9,38 მილიარდი დოლარის შემოსავალზე.

interfax