„თავისუფლების მოედანზე“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

მანამდე რამდენიმე ლოკაციიდან მსვლელობა გაიმართა. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. კიდევ ერთი მსვლელობა გაიმართა ბარათაშვილის ხიდიდან.

ამ დროისთვის, თავისუფლების მოედანზე, სადაც სცენაა დამონტაჟებული, „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავენ.

ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აკრძალულია.

უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

ipn.ge