ამერიკული Starbucks Corp-ის აღმასრულებელი დირექტორმა ლაქსმან ნარასიმჰანმა შანხაიში ყოფნისას აღნიშნა, რომ ჩინეთის ბაზარს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და დასძინა, რომ კომპანიის მიზანი - 2025 წლის ბოლოსთვის, მატერიკზე 9000 ყავის მაღაზიის გახსნის შესახებ უცვლელია. ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება.
ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე ყავის მოხმარება იზრდება, მაგრამ ქვეყანა კვლავ ჩამორჩება იაპონიასა და აშშ-ს, რაც ქმნის დიდ ადგილს ბიზნესის ზრდისთვის, განაცხადა Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
აპრილის დასაწყისში ჩინეთის 244 ქალაქში 6200-ზე მეტი Starbucks-ის ყავის მაღაზია იყო. აქედან 1000-ზე მეტი - შანხაიში. ეს უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში.
პირველი Starbucks ჩინეთში, კერძოდ, პეკინში, 1999 წლის იანვარში გაიხსნა.