SpaceX-ის განცხადებით, Falcon 9-ის გამშვები რაკეტა ორბიტაზე 22 მინი-სატელიტის კიდევ ერთი პარტიით გავიდა, რათა Starlink-ის სისტემის გლობალური ინტერნეტ-დაფარვის ქსელის ორბიტული თანავარსკვლავედი შეავსოს.

გაშვება აშშ-ის კოსმოსური ძალების ბაზაზე, ფლორიდაში, კეიპ კანავერალში მდებარე გაშვების მე-40 კომპლექსიდან განხორციელდა.

მოგვიანებით SpaceX-მა გამოაცხადა, რომ თანამგზავრები ორბიტაზე მოხვდნენ.

Starlink-ის პროექტის ფარგლებში ეს არის ინტერნეტთანამგზავრების 101-ე გაშვება 2019 წლის მაისიდან და 32-ე ამ წლის დასაწყისიდან.

SpaceX-მა უკვე გამუშვა ორბიტაზე 4900-ზე მეტი თანამგზავრი. მათგან ამ დროისთვის თითქმის 4500 მოწყობილობა რჩება ორბიტაზე მუშა მდგომარეობაში.