ილონ მასკის აერონავტიკული კომპანია SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდული IPO-ს შემდეგ სადებიუტო ვაჭრობის დროს 19.2%-ით გაიზარდა.

პარასკევს ვაჭრობის დასრულებისას SpaceX-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც მას შეერთებულ შტატებში მეექვსე უმსხვილეს საჯარო კომპანიად აქცევს.

თავად მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდა: Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მისი წმინდა ქონება ამჟამად დაახლოებით 1.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს სამჯერ აღემატება Google-ის თანადამფუძნებლის ლარი პეიჯის ქონებას, რომელიც პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია.

ვრცლად interfax – ზე