2027 წლის ზაფხულში დაიწყება ახალი ჩქაროსნული რკინიგზის ხაზის ტესტირება, რომელიც ბელგიას, საფრანგეთსა და შვეიცარიას დააკავშირებს: სარკინიგზო ოპერატორები SNCB, SNCF Voyageurs და შვეიცარიის ფედერალური რკინიგზა (SBB) ძალებს აერთიანებენ რათა ბრიუსელსა და სტრასბურგს შორის მოქმედი TGV INOUI-ის მომსახურება ბაზელამდე გააფართოონ.

საპილოტე სერვისი, რომლის ამოქმედებაც 2027 წლის ივლისშია დაგეგმილი, მიზნად ისახავს ევროპის სამ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ბაზარს შორის სარკინიგზო კავშირების გაძლიერებას და მგზავრებისთვის მოკლე ფრენების უფრო ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივის შეთავაზებას.

ვრცლად euronews – ზე