67 მილიონი წლის ტირანოზავრის ჩონჩხს, მეტსახელად გასი, ივლისში სააუქციონო სახლ Sotheby’s-ის აუქციონზე გაიტანენ. მისი სავარაუდო ღირებულება 20-დან 30 მილიონ დოლარამდეა.

ნამარხის სიგრძე დაახლოებით 12 მეტრს შეადგენს. ის დღემდე აღმოჩენილ ტირანოზავრ რექსებს შორის ყველაზე დიდი და სრული ჩონჩხია. გასს შენარჩუნებული აქვს თავის ქალა და ძვლების დაახლოებით 82%, მათ შორის 6 კბილი. აუქციონი 14 ივლისს არის დაგეგმილი.

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.