ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 90 მილიონიდან 140 მილიონამდე გაიზარდა, - ინფორმაცია სატრანსფერო გვერდმა Transfermarkt-მა განაახლა.
პსჟ-ს სუპერვარსკვლავი მსოფლიოში მე-7 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. გადაწყვეტილება უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. კვარაცხელია “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა. ქართველმა ფეხბურთელმა 10 გოლი გაიტანა, 6 საგოლე პასი შეასრულა და ორივე მაჩვენებლით გუნდში საუკეთესო იყო.