სომხეთს სურს ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რომელ წელს? ჰკითხა მას ჟურნალისტმა.

„წელს“, - უპასუხა ფაშინიანმა ღიმილით. 

წლევანდელი კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტი 14-დან 15 მაისს იმართება.

მარტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გამოაცხადა აქტიური დისკუსიები რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა სომხეთს „არ მისცეს დასავლეთს თავის მოტყუების საშუალება“. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობა ახლა რთულ პერიოდს გადის.