ერევანი და ვაშინგტონი დღეს ხელს მოაწერენ დოკუმენტს სომხეთის რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოაწერენ.

ხელმოწერის ცერემონია სომხეთის დროით 22:00 საათზე გაიმართება.