აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, უკრაინის თავდასხმები რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე გლობალური ენერგეტიკული შოკის და საწვავზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მთავარი მიზეზია.

„ჩვენ ამჟამად ენერგეტიკულ შოკს განვიცდით, რაც გამოწვეულია როგორც უკრაინაში ომის გამო - იმიტომ, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, რომ სურს რუსული ენერგეტიკულ აქტივებსა და ნავთობ პროდუქტებზე დარტყმების მიყენება, რაც გლობალურ დონეზე ფასების ზრდაზე ზეწოლას ქმნის - ასევე ირანის ირგვლივ არსებული კონფლიქტის გამო“, - აღნიშნა ბესენტმა.

შეგახსენებთ, სკოტ ბესენტი რამდენიმე დღის წინ, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალის ფარგლებში, რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა.

ipn.ge