ახალი კვლევის თანახმად, სიცოცხლის ხანგრძლივობის მკვეთრი ზრდა, რომელიც დაფიქსირდა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, ნელდება.
მიღწევები სამედიცინო ტექნოლოგიებსა და გენეტიკურ კვლევებში, ისევე როგორც 100 წლამდე მცხოვრებთა რაოდენობის ზრდა, არ იწვევს ზოგადად სიცოცხლის ხანგრძლივობის შესამჩნევ ზრდას – ამტკიცებენ მკვლევრები, რომლებმაც დაადგინეს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის კლება ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები მოსახლეობის მქონე ქვეყნებში.
„ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს ზღვარი“ და, შესაძლოა, გადახედოთ ვარაუდებს იმის შესახებ, თუ როდის უნდა გავიდნენ ადამიანები პენსიაზე და რამდენი ფული დასჭირდებათ რომ გაატარონ თავიანთი ცხოვრება – თქვა ს. ჯეი ოლშანსკიმ, ილინოის-ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარმა და ორშაბათს ჟურნალ Nature Aging-ში გამოქვეყნებული კვლევის წამყვანმა ავტორმა.