ბავშვთა სიმაღლეში ჩამორჩენა უფრო მეტად სოფლებში იმატებს (35.8 %), ვიდრე ქალაქებში (22.4). ასევე, მეტად ფიქსირდება სოფლად მცხოვრებ ბავშვებში გამოფიტვა (10.5 %), ვიდრე ქალაქებში (7.7 %), - ამის შესახებ გაეროს ახალ ანგარიშია ვკითხულობთ, სადაც ხაზგასმულია, რომ ურბანიზაცია გავლენას ახდენს ხალხის კვებით ჩვევებზე.

იმ მოცემულობით, რომ 2050 წლისთვის ათიდან თითქმის შვიდი ადამიანი დიდ ქალაქებში იცხოვრებს, მთავრობებმა და შიმშილის დაძლევის, სასურსათო დაუცველობისა და არასწორი კვების მიმართულებით მომუშავე სხვა უწყებებმა ურბანიზაციის ტრენდები უნდა გააანალიზონ და პოლიტიკის შემუშავებისას გაითვალისწინონ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფელსა თუ ქალაქში ცხოვრების მიხედვით მარტივი დაყოფის კონცეფცია აღარ არის საკმარისი იმის გასააზრებლად, თუ როგორ გავლენას ახდენს ურბანიზაცია აგროსასურსათო სისტემებზე. სოფლებისა და ქალაქების ურთიერთკავშირის (rural-urban continuum) უფრო კომპლექსური პერსპექტივაა საჭირო და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს ადამიანების ურთიერთობები და ქალაქებსა და სოფლებს შორის კავშირის მასშტაბი და ხარისხი.

ეს ევოლუცია, პირველად ისტორიაში, სისტემატურად დოკუმენტირებულია თერთმეტ ქვეყანაში. ანგარიშში ჩანს, რომ სურსათის შესყიდვები მაღალია არა მხოლოდ ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებში, არამედ, ისეთ დასახლებებშიც, სადაც ქალაქებსა და სოფლებს შორის მკვეთრი ზღვარი წაშლილია, მათ შორის, ქალაქის ცენტრისგან შორს მაცხოვრებლებშიც.  ახალი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მაღალდამუშავებული საკვების მოხმარება იზრდება ზოგიერთი ქვეყნის ნახევრადურბანულ და სასოფლო არეალებში.

სამწუხაროდ, გრძელდება სივრცითი უთანასწორობა: სასურსათო დაუცველობას, უფრო მეტად, სოფლად მცხოვრები ხალხი ეჩეხება. სოფლად მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 33 პროცენტსა და ქალაქებში მცხოვრები ზრდასრული ადამიანების 26 პროცენტზე სასურსათო დაუცველობა მძიმედ, ან ზომიერი ხარისხით ახდენს გავლენას.

ბავშვთა მალნუტრიციის მიმართულებითაც გამოიკვეთა კონკრეტული მახასიათებლები ურბანული და სასოფლო არეალების კუთხით: ბავშვთა სიმაღლეში ჩამორჩენა უფრო მეტად სოფლებში იმატებს (35.8 პროცენტი), ვიდრე ქალაქებში (22.4). ასევე, მეტად ფიქსირდება სოფლად მცხოვრებ ბავშვებში გამოფიტვა (10.5 პროცენტი), ვიდრე ქალაქებში (7.7 პროცენტი). ოდნავ მეტად იზრდება ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი ურბანულ არეალში (5.4 პროცენტი) სოფლებთან შედარებით (3.5 პროცენტი).

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაცია, რომ სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის მოხმარების ეფექტურად ხელშეწყობისათვის, პოლიტიკური ჩართულობის, ქმედებებისა და ინვესტიციების შემთხვევაში, უნდა იხელმძღვანელონ მას შემდეგ, რაც კარგად იქნება გააზრებული სოფლებისა და ქალაქების უწყვეტობის კომპლექსური და ცვალებადი კავშირი აგროსასურსათო სისტემებთან.