შვეიცარიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა Julius Baer-მა რუსეთში მცხოვრები კლიენტები მათი ანგარიშების დახურვის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ Forbes Russia წერს.
Forbes Russia ბანკის მიერ თავისი კლიენტებისთვის გაგზავნილი წერილის ასლს გაეცნო, სადაც ნათქვამია, რომ „Julius Baer-მა რუსეთში მუდმივად მცხოვრები კლიენტებისთვის (ორიგინალში გამოყენებულია სიტყვა domiciled - რაც მთავარ საცხოვრებელ ადგილს ნიშნავს) შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო, სადაც ანგარიშების მოახლოებული დახურვის შესახებაა ნათქვამია.
ბანკმა მომხმარებელს აცნობა, რომ მათთან ყველა საქმიანი ურთიერთობა შეწყდება არაუგვიანეს 31 დეკემბრამდე.
„ამჟამინდელი გარემოებებისა და შეზღუდვების გამო… ბანკს აღარ შეუძლია შემოგთავაზოთ შესაბამისი და ყოვლისმომცველი აქტივების მართვის სერვისები, რომლებიც ჩვენს სტანდარტებს შეესაბამება “, - ნათქვამია წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ხელშეკრულება და კონტრაქტი, როგორიცაა სასესხო ხელშეკრულებები, 30 სექტემბრიდან წყდება. ამის შემდეგ ბანკი მხოლოდ შეზღუდულ მომსახურებას გასცემს.
1-ლი აგვისტოდან ბანკს რამდენიმე დამატებითი საკომისიოს შემოაქვს: მაგალითად, კვარტალური მომსახურების საკომისიო 2250 ფრანკი (დაახლოებით $2590).
წერილში აღნიშნულია, რომ Julius Baer-მა რუს და ბელორუს კლიენტებს, ევროპული დეპოზიტარის Euroclear-ის მოთხოვნების გამო, საინვესტიციო ანგარიშების გაყინვის შესახებ მაისში აცნობა.