შვედურმა ჰიგიენისა და ჯანდაცვის კომპანია Essity-მ, რომელიც ფლობს ბრენდებს Libero, Libresse და Zewa, გამოაცხადა, რომ დაასრულა თავისი ბიზნესის გაყიდვა რუსეთში 1,2 მილიარდ შვედურ კრონად (დაახლოებით $117 მილიონი). ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ამგვარად, Essity რუსეთიდან გამოვიდა“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის ბაზრიდან გასასვლელად Essity-მ მუშაობა 2022 წლის აპრილში დაიწყო, ამავე წელს რუსეთში დაახლოებით 1,7 მილიარდი SEK-ის კომპანიის აქტივები ჩამოიწერა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ რუსეთიდან გასვლაზე. დღეს ჩვენ დავასრულეთ ჩვენი ბიზნესის გაყიდვის ხანგრძლივი და რთული პროცესი“, - განაცხადა Essity-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მაგნუს გროთმა.
2022 წელს Essity-ის წმინდა გაყიდვებმა რუსეთში კომპანიის მთლიანი კონსოლიდირებული წმინდა გაყიდვების დაახლოებით 2% შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, Essity-ის მყიდველი რუსული კომპანია შპს Новые технологии-ა.