შვედეთის ქალაქ მალმოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქში სამართალდამცავების რაოდენობა გაიზარდა და მომდევნო დღეების განმავლობაში ისინი ქალაქის ქუჩებში პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში გააგრძელებენ.

უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზეზი, „ევროვიზიის“ მუსიკალური ფესტივალია, რომელსაც ქალაქი 7-11 მაისს მასპინძლობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში პალესტინის მომხრეები მასშტაბურ დემონსტრაციებს გამართავენ, რაც შეიძლება არეულობაში გადაიზარდოს. ამასთან, არ არის გამორიცხული შესაძლო თავდასხმები.

როგორც BBC წერს „ევროვიზიაზე“ დასასწრებად მალმოში 100 000-ზე მეტ ადამიანს ელიან.

წყარო: ipn