რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში კორეის ომის ზავის 70 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდა და ფხენიანს რუსული არმიისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა სთხოვა. ამის შესახებ  აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ჩვენი ინფორმაციით, რომ რუსეთი ცდილობს გააფართოოს სამხედრო თანამშრომლობა [ჩრდილოეთ კორეასთან], მაგალითად, [ჩრდილოეთ კორეის მიერ] საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვით რუსეთისთვის“, - ციტირებს კირბის Financial Times.

მან დასძინა, რომ ეს იყო „ესაა პუტინის სასოწარკვეთის კიდევ ერთი მაგალითი და ადასტურებს სანქციები და ექსპორტის კონტროლის ეფექტიანობას“. 

ფხენიანში ვიზიტის დროს შოიგუმ გადასცა პუტინის მესიჯი, სადაც მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს უკრაინაში რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „ურყევი მხარდაჭერისთვის“. საპასუხოდ, კიმმა შოიგუს დაათვალიერა ჩრდილოეთ კორეის იარაღის ძირითადი გამოფენა, რომელიც მოიცავდა ახალ დრონებს და კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს.