„შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება აუცილებელია დაუცველი ქვეყნებისთვის, - ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი რუსეთის გადაწყვეტილებას მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
„მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის ეგიდით „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის, რადგან ეს შეთანხმება ევროპული სოლიდარობის ხაზებთან ერთად, გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველაზე დაუცველ ქვეყნებს ჰქონდეთ წვდომა მარცვლეულთან და სასუქთან, რაც ხალხს სჭირდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ცნობისთვის, რუსეთში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებენ.