რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ნავთობის საცავი იწვის. როგორც მოსკოვის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა განცხადებით, ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია.
„წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი დრონით თავდასხმამ გამოიწვია. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ვინაიდან საწვავის მოცულობა დიდია, ხანძრის ლოკალიზებას დრო დასჭირდება“, - აღნიშნა ე.წ. გუბერნატორმა.