სეუტადან ყველა მიგრანტს მაროკოში დავაბრუნებთ, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა.
ხოსე მანუელ ალბარესი დღეს სეუტაში ჩავიდა და განაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობა მაროკოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მომავალში მსგავსი მიგრანტების კრიზისი თავიდან აიცილოს.
„სეუტაში ან მელილაში შესვლა იქ დარჩენის უფლებას არავის აძლევს. ყველა, ვინც საზღვარს გადაკვეთს, თავისი წარმოშობის ადგილს დაუბრუნდება“, - აღნიშნა ალბარესმა.
ალბარესმა მიგრანტებს მოუწოდა, რომ საზღვრის გადაკვეთის მცდელობით სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდონ.
შეგახსენებთ, 30 ივლისს, მაროკოდან სეუტას ანკლავში 70000-ზე მეტი მიგრანტი შეიჭრა. სეუტას ხელმძღვანელობის ცნობით, ანკლავის ტერიტორიაზე 10000-მდე მიგრანტი რჩება.