Seadrill Ltd.-ის, ოფშორული ნავთობის პლატფორმების ნორვეგიული ოპერატორის, აქციები 12,2%-ით გაიზარდა შვეიცარიის Transocean-თან მოსალოდნელი შერწყმის შესახებ ჭორების გამო. კომპანიები შერწყმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იტყობინება Bloomberg–ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, გარიგების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

Transocean, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოფშორული ნავთობის პლატფორმის ოპერატორი, აქვს 3,6 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაცია Seadrill-ის 2,4 მილიარდი დოლარის წინააღმდეგ. მისი აქციები 4,1%-ით ძვირდება.

ორივე კომპანიის ფასიანი ქაღალდები ივაჭრება ნიუ-იორკში. წლის დასაწყისიდან Transocean-ის აქციები 35%-ით დაეცა, Seadrill-ს - 26%-ით ნავთობზე მოთხოვნის შემცირების შიშით.

კომპანიების შერწყმა უკიდურესად პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთელ სექტორზე და შესაძლოა ბიძგი მისცეს შემდგომ კონსოლიდაციას, თქვა ჰარის კუპერმანმა, ჰეჯ-ფონდის Praetorian Capital-ის მენეჯერმა.

interfax