ალმასის მომპოვებელმა უდიდესმა კომპანიამ De Beers-მა 2024 წლის მესამე კვარტალში მოპოვება 25%-ით შეამცირა გასულ წელთან შედარებით, 5,6 მილიონ კარატამდე. ამის შესახებ De Beers-ის მაკონტროლებელმა კორპორაციამ Anglo American-მა განაცხადა.

ეს პასუხია ალმასზე დაბალი მოთხოვნის გახანგრძლივებული პერიოდის, საშუალო მარაგების მაღალი დონის და საბრუნავი კაპიტალის მართვის მუდმივი საჭიროებით – განმარტა კომპანიამ.

კერძოდ, ბოტსვანაში წარმოება 32%-ით დაეცა და 4 მილიონ კარატამდე შემცირდა, რადგან Jwaneng–ის მაღაროში წარმოების შემცირების ზომები იქნა მიღებული.

De Beers-ის წარმოება 9 თვის განმავლობაში 21%-ით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით და შეადგინა 18,9 მილიონი კარატი.

interfax