ზამთრის სეზონზე  Air Astana კვირაში 4 რეისს შეასრულებს თბილისიდან ალმათის მიმართულებით. ნოემბერში რეისები შესრულდება ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. 10 დეკემბრიდან - სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. ალმათამდე მგზავრობის დრო  შეადგენს 3 საათსა და  40 წუთს.

თბილისიდან ალმატის მიმართულებით ფრენები კომფორტულად

უკავშირდება Air Astana-ს შიდა რეისებს ყაზახეთში, ასევე ავიაკომპანიის პოპულარულ მარშრუტებს აზიაში, მათ შორის ფუკუოკის  (ვიეტნამი), პეკინის, სეულის, ბანგკოკის და ფჰუკეტის მიმართულებით. ფუკუოკი არის ახალი მიმართულება  Air Astana -ს მარშრუტების ქსელში და ვიეტნამის უდიდესი კუნძული. ეს "მარგალიტის კუნძული" მდებარეობს სიამისყურეში და ცნობილია თავისი თვალწარმტაცი სანაპიროებითა და ბუნებით,რომელიც  სილამაზით არ ჩამოუვარდება ბალისა და ფჰუკეტს.

Air Astana უზრუნველყოფს მოსახერხებელ და კომფორტულ მოგზაურობას 3 საათზე ნაკლები ტრანზიტებით ალმათიში,  თანამედროვე  Airbus 320/321LR ავიალაინერებით  აზიის პოპულარულ ქალაქებში.