Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა 2025 წელს ტურიზმიდან შესაძლოა 12,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგოს, საერთაშორისო ტურისტების დანახარჯები კი 169 მილიარდ დოლარამდე შემცირდეს. ამის შესახებ მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) მონაცემები მოწმობს.

ეს დაახლოებით 7%-ით ნაკლებია 2024 წლის დონესთან შედარებით და 22%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით, რომელიც აშშ-ში ტურიზმის პიკური წელი იყო.

WTTC-ისა და Oxford Economics-ის მიერ გაანალიზებული 184 ეკონომიკიდან, ტურიზმიდან შემოსავლების შემცირება მხოლოდ აშშ-შია მოსალოდნელი.

ცნობისთვის, მოგზაურობა და ტურიზმი ამერიკის ეკონომიკის უდიდესი სექტორია, რომლის ღირებულება თითქმის 2.6 ტრილიონი დოლარია, რაც მშპ-ს 9%-ს და 20 მილიონ სამუშაო ადგილს შეადგენს. ინდუსტრია ყოველწლიურად 585 მილიარდი დოლარის საგადასახადო შემოსავლებს გამოიმუშავებს, რაც აშშ-ის მთლიანი ბიუჯეტის 7%-ს შეადგენს.