„ეისითი“ (ACTR) კვლევის ცენტრმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა სახელწოდებით - როგორ აფასებს საზოგადოება მომსახურების ხარისხს საქართველოში, რომელიც ასახავს საქართველოში სერვისებისა და მომსახურების კუთხით მომხმარებელთა კმაყოფილების დონესა და მოლოდინებს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელი მომსახურების შეფასებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომსახურე პერსონალის თავაზიანობას და ყურადღებას.

„მომხმარებელი მომსახურების შეფასებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

- მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და ყურადღებიანობა — 42%

- კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი — 18%

- სისწრაფე და ოპერატიულობა — 9%.

აღსანიშნავია, რომ ეს პრიორიტეტები 2023 წელთან შედარებით უცვლელია, რაც მათ სტაბილურობაზე მიუთითებს. ამ მონაცემების გათვალისწინება მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მომხმარებელთა ლოიალურობის დონის ამაღლებას და ბაზარზე პოზიციური უპირატესობის მოპოვებას“, - ნათქვამია კვლევაში.