საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ 2025-2026 სეზონის ქართული ხორბლის მოსავლის მიღების მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ასოციაციის ინფორმაციით, 1 ტონა ხორბლის ჩასაბარებელი ფასი 650-700 ლარია, რასაც იმპორტირებული ხორბლის ღირებულება განაპირობებს.
„საზოგადოებას მოეხსენება საქართველოში დაიწყო ხორბლის მიღების პროცესი და იგი თანდათან აქტიურდება, შესაბამისად ქვეყნის წისქვილკომბინატებმა დაიწყეს ადგილობრივი ხორბლის მიღება.
შესყიდვის პროცესისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა გავაკეთოთ განმარტება წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის, მიღების ორ ძირითად კომპონენტზე: ხარისხზე და ფასზე:
- ხორბლის ხარისხი
წისქვილკომბინატების მიერ რეგლამენტში გაწერილი ხარისხობრივი კლასების მიხედვით (სტანდარტის მიხედვით მე-3 და მე- 4 კლასის ხორბალი არის სასურსათო) მხოლოდ სასურსათო ხორბლის შესყიდვა ხდება.
წისქვილკომბინატები არ იბარებენ არასასურსათო (საფურაჟე) ხორბალს. მუშაობის ტექნოლოგია და საქართველოს ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი კატეგორიულად კრძალავს წისქვილების მიერ არასასურსათო (საფურაჟე) ხორბლის გადამუშავებას ფქვილად.
ხორბლის ყველა პარტია, მოწმდება წისქვილკომბინატების ლაბორატორიების მიერ, შეესაბამება თუ არა იგი სასურსათო ხორბლის პარამეტრებს.
წისქვილში გაკეთებული ანალიზის პასუხის ერთი ვერსია ეძლევა ფერმერს - ხორბლის ანალიზის გადამოწმების შესაძლებლობა. თუ ფერმერს არ ეთანხმება ანალიზის პასუხი არის ფართო შესაძლებლობა გადამოწმდეს პასუხი, მათ შორის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ( სოფლის მეურნეობის სამინისტრო) ან დამოუკიდებელ ლაბორატორიაში ქვეყნის მასშტაბით (ანუ პროცესი სრულიად გამჭვირვალეა).
- ხორბლის ფასი:
დღევანდელი ჩასაბარებელი ხორბლის ფასი ბაზარზე 650-700 ლარი /ტონის (65-70 თეთრი / კილოგრამი) ფარგლებში მერყეობს და ფორმირებულია ანალოგიური ხარისხის საქართველოში იმპორტირებული სასურსათო ხორბლის ფასიდან გამომდინარე
- პროცესის მონიტორინგი:
პროცესის გამჭვირვალობისა და მონიტორინგის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს შტაბი - ადგილობრივი ხორბლის აღება - ჩაბარების პროცესის ეფექტური კოორდინაციისათვის მიზნით. შტაბის შემადგენლობაში შედიან: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის (მეხორბლეების), ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის(წისქვილები) და პურის მრეწველთა კავშირის (პურის მწარმოებლები) წარმომადგენლები. შესაბამისად, ხორციელდება დარგების პირდაპირი კომუნიკაცია და მონიტორინგი სასურსათო ხორბლის ჩაბარების, ასევე ფქვილის და პურის ფასის კუთხით.
მაღალი ინტერესის გათვალისწინებით საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია იმ წისქვილკომბინატების საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებენ, რომლების ამ ეტაპისთვის ხორბალს იბარებენ :
- ბევრილი ჯგუფი თბილისი -595180044
- ჯეომილი თბილისი - 577 96 77 77
- გლობალმილინგი თბილისი - 598244442
- აგროექსპორტი თბილისი - 555 758584
- გვრიტა თბილისი - 599505652
- პროგრესი რუსთავი - 599 55 47 32, 574110921
- აგროსისტემები მარნეული - 577 47 81 81
- ჯეო გრეინი მარნეული - 599000222
- კარმენი გორი - 599142499
- ქართული მარცვალი გორი - 511537553
- გვანცა გორი - 599321441
- წნორის წისქვილი - 599 908391
- ოქროს თავთავი წნორი-წნორის ელევატორი - 591336370
- დედოფლისწყაროს ელევატორი - 595180044
- შპს წნორი - 597982898
- ზესტაფონი - 557301030
- ბეღელი სენაკი - 579777710
- ლიდერი ქუთაისი - 592960396
- ცერერა ზუგდიდი - 599 14 80 55
- ბევრილი ჯგუფი ფოთი - 595180044
- გურია ექსპრესი ოზურგეთი - 599 55 09 21
- ბარაქა 2005 - ბათუმი - 577412430, 577178300
აგრეთვე წელს პირველად 3 კომბინატი ფერმერებს სთავაზობს ხორბლის შენახვის სერვისს
- ჯეომილი თბილისი - 577 96 77 77
- დედოფლისწყაროს ელევატორი - 595180044
- აგროსისტემები მარნეული - 577 47 81 81
სურვილის შემთხვევაში ფერმერი ინახავს ხორბალს აღნიშნულ წისქვილკომბინატში და ნებისმიერ დროს ყიდის ხორბალს ბაზარზე მისთვის სასურველ პერიოდისათვის არსებულ ფასის შესაბამისად აღნიშნულ ან სხვა ნებისმიერ წისვილკომბინატზე (შენახვის ღირებულება 3-5ლარი/ ტონა თვეში მერყეობს)“, - ნათქვამია საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში.