გერმანული მწარმოებელი კომპანიების თითქმის ნახევარი შიშობს, რომ საფრთხე ემუქრება მათ საქმიანობას, თუ დონალდ ტრამპი 5 ნოემბერს აშშ-ს არჩევნებში გაიმარჯვებს. ამას მოწმობს ოთხშაბათს გამოქვეყნებული ifo-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები –  „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ინფორმაციას სააგენტო DPA ავრცელებს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ კომპანიების 44%-მა გამოთქვა შეშფოთება ტრამპის მეორე პრეზიდენტობის უარყოფითი შედეგებთან დაკავშირებით. 5% იმედოვნებს დადებით შედეგებს. 51% არ ელის რაიმე ცვლილებას, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს თუ არა ტრამპი ან მისი დემოკრატი კონკურენტი კამალა ჰარისი.

„კომპანიები, რომლებსაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით ნეგატიურ შედეგებს ელიან არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში“ - თქვა ifo-ს ექსპერტმა ანდრეას ბაურმა.