ფრანგული უპერმარკეტების ქსელმა ,,აშანიმ’’ რუსეთი დატოვება გადაწყვიტა. ინფორმაციას ,,La Lettre’ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანია რუსეთში ბიზნესის გასაყიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც თითქმის დასკვნით ეტაპზეა. ბიზნესს ორი პოტენციური მყიდველი ჰყავს. ,,აშანის“ მიერ ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება სანქციების გამო შექმნილ არახელსაყრელ ვითარებას უკავშირდება.

 

,,Le Figaro’’- ცნობით, კომპანიის მიერ რუსეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ადგილობრივი სამუშაო პირობების გაუარესებას უკავშირდება. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა. ,,Le Figaro’’ ინფორმატორზე დაყრდნობით წერს, რომ სხვა ნაკლებად ფრთხილი ევროპელი კომპანიებისგან განსხვავებით, ,,აშანი’’ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მკაცრად ასრულებს, რაც მას სხვა მოთამაშეებთან შედარებით ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

 

ბიზნესის გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორები უწოდეს კომპანიის წარმომადგენლებმა რუსეთში. მათი თქმით, რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია უკვე რამდენიმე წელია ვრცელდება. 

 

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფრანგული უპერმარკეტების ქსელი ერთ-ერთიიმ რამდენიმე მსხვილ დასავლურ კომპანიას შორის, რომელიც რუსეთში დარჩა და ოპერირება გააგრძელა.