საუდის არაბეთი გეგმავს Candela P-12 ელექტრო წყლის ტაქსის სერვისის გაშვებას, რომელიც ჰიდროფოლების წყალობით „წყალზე ფრენას“ შეძლებს. ინოვაციური ტრანსპორტი გამოჩნდება Neom-ის პროექტის ფარგლებში და, კერძოდ, შესთავაზებენ მეტროპოლის The Line-ის მაცხოვრებლებსა და ტურისტებს. 2039 წლისთვის აქ უკვე მილიონობით ადამიანმა უნდა იცხოვროს.

ამ დროისთვის შეკვეთილია რვა სამგზავრო ხომალდი, ყველა მათგანი ნახშირბადის გამონაბოლქვის ნულოვანი ემისიებით იქნება. პირველი ინოვაციური სატრანსპორტო საშუალებები 2025 წელს ჩამოვა.

P-12-ს შეეძლება 30-მდე მგზავრის მოთავსება და 46 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა. ის ერთი დამუხტვით ორ საათზე მეტ ხანს იმუშავებს. წყალზე აწევა განხორციელდება კომპიუტერით კონტროლირებადი ჰიდროფოლიების გამოყენებით. ამავდროულად, “სისტემა მუშაობს უკიდურესად მშვიდად და ქმნის მხოლოდ უმნიშვნელო ნახშირბადის კვალს”, – თქვა გუსტავ ჰასელსკოგმა, Candela-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანახმად, მისი მომსახურების ვადის განმავლობაში, P-12 გამოყოფს 97,5%-ით ნაკლებ CO2-ს იმავე ზომის ჩვეულებრივი დიზელის ხომალდთან შედარებით.

შეგახსენებთ, რომ Neom მეგაპროექტი გულისხმობს საუდის არაბეთის უდაბნოს ათ ფუტურისტულ რეგიონად გადაქცევას, მათ შორის მცურავ საპორტო ქალაქს და იახტირების ცენტრს. გეგმის განსახორციელებლად სამეფო ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტს დახარჯავს.

ავიანიუსი