2024 წლის იანვარში საუდის არაბეთი 7 თვის განმავლობაში პირველად შეამცირებს აზიაში მიწოდებული ნავთობის ძირითადი კლასის ფასს. ამის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Saudi Aramco იტყობინება.
იანვარში ეს ხარისხი ბარელზე 3,5 დოლარით მეტი ეღირება, ვიდრე ომანისა და დუბაის ნავთობის კალათა. ადრე სხვაობა 4 დოლარი იყო.
Arab Super Light და Arab Extra Light აზიის ნავთობის ფასი ასევე 0,5 დოლარით შემცირდება ბარელზე, Arab Medium-ის ფასი - 0,6 დოლარით, Arab Heavy-ის ფასი კი - 0,3 დოლარით.
ამერიკის შეერთებულ შტატებში იანვარში ფასები დეკემბერთან შედარებით 0,3 დოლარით შემცირდება, ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისთვის კი 2 დოლარით.